არჩევნები 2024

ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 4 წელში ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი არ იქნება

რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? - ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში ვიმყოფებით, სადაც ვხვდებით გუგლის, ამაზონის, მაიკროსოფტის წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, რეგიონის ლიდერი იყოს და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში - ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, დიდი კომპანიები ჩამოვიყვანოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფი ნახტომი გავაკეთოთ, რათა მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები შევქმნათ.

რაც მთავარია, ამისთვის ვემზადებით. ძალიან ფართო წრეებთან გვაქვს საუბარი და ყველა ოქტომბერში ჩვენს დიდ გამარჯვებას ელოდება, რის შემდეგაც, სრულიად ახალი ტრანსფორმაციის გეგმას დავიწყებთ. საქართველოში ოთხ წელიწადში უმუშევარი ადამიანი არ იქნება. ამის პირობას ვაშინგტონიდან გაძლევთ და სწორედ ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და გამარჯვების პლატფორმის წევრი, გიორგი ვაშაძე. ვაშაძემ და ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ აშშ-ში, ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართეს.

კომენტარები