შალვა პაპუაშვილი

მანჯგალაძე პაპუაშვილზე: ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?

ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ ჯობია, კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ, რაღაც შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ - რომ არ გეკითხებიან არაფერს, ეს უფრო ცუდი არ არის და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? მე, მაგალითად, შემრცხვებოდა, პარლამენტის ისეთი თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერმინისტრი გადააყენონ და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდე. ეს არის პრობლემა, თორემ ჩიხუახუა და ძაღლის ჯიშებზე ლაპარაკი მეც შემიძლია. ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე. "არსებობს ჩიხუახუას სინდრომი - ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა ლელოზე საუბრისას.

კომენტარები