დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ IRGC-ის წევრ 7 ირანელს სანქციები დაუწესეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები, 2023 წლის 24 ნოემბერი.  
MORTEZA NIKOUBAZL / NURPHOTO / GETTY

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული 7 ადამიანი და 1 ორგანიზაცია დაასანქცირეს. მათი თქმით, ამ სანქციების მიზანია აშშ-ს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ირანიდან მართული საფრთხეების აღკვეთაა. 

ადამიანები და ორგანიზაცია, რომელსაც აღნიშნული სანქციები ეხება, ბრიტანული მხარის ცნობით, ჩართული არიან ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ კრიმინალურ საქმიანობაში და ბრიტანეთის ტერიტორიაზე მყოფ ირანელ გამოქცეულ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს მკვლელობით ემუქრებიან. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ ბრიტანეთი არ მოითმენს ირანიდან მომავალ მუქარებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული პირები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 840-ე ერთეულის წევრები არიან, რომელიც ITV-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ორი ირანელი ტელეწამყვანის მკვლელობას გეგმავდნენ. 

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნის რეჟიმები კრიმინალებთან თანამშრომლობით ჩვენ გვემუქრებოდნენ. ასეთი კრიმინალური ქსელების დასანქცირება, რომლებიც ირანული რეჟიმისთვის მუშაობენ, მათ შეახსენებს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ" - თქვა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. 

კომენტარები