საქართველოს მთავრობა'

ბოკერია: ამ მმართველობის პირობებში, შეუძლებელია პრობლემების გადალახვა

ყველას, ვინც აქამდე არ თვლიდა აუცილებლად ცვლილებას, ეს ამბავი უნდა ახსენებდეს, რომ არ მოტყუვდნენ, თუ ვინმე ეტყვით რა მნიშვნელობა აქვს, ერთი ეყოლება ივანიშვილს თუ მეორე, ჩვენთვის რა იცვლებაო. ჩვენთვის, სწორედაც რომ, არც იცვლება არაფერი, ანუ შეუძლებელია იმ პრობლემების გადალახვა, რის წინაშეც ქვეყანა დგას, თუ ეს მმართველობის ეს სისტემა გვექნება. ეს არის ის დასკვნა, რომელიც ყველა მოქალაქემ, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისგან, უნდა გამოიტანოს.

განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც, ჩემი აზრით, მცდარად მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, ან არ მიიჩნევდა დიდ პრობლემად - იმათაც უნდა დაუსვან თავის თავს კითხვა იმის შესახებ, რომ რეჟიმი ასე უტიფრად გვექცევა. შეიძლება გვითხრას გუშინ, რომ ადამიანი არის ყველაზე წარმატებული პრემიერი და შემდეგ, მეორე დღეს გამოვიდეს და ყოველგვარი პოლიტიკური მიზეზის, ახსნის გარეშე თქვა, სხვისი ჯერიაო. საბავშვო ბაღია. ამ ატმოსფეროს ივანიშვილი ქმნის.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები