ისრაელ-ჰამასის ომი

IDF: ლიბანში ჰეზბოლას და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი
Gideon Markowitz/TPS

ისრაელმა ლიბანში, ჰეზბოლასა და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ის საჰაერო იერიში ჰეზბოლას მიერ 23 იანვარს, ისრაელის ჩრდილოეთში სარაკეტო თავდასხმებს მოჰყვა. 

განცხადების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ობიექტი ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოიყენებოდა და მას ირანი მართავდა.

კომენტარები