2024 წელს გარდაცვლილები

ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანელი მუსიკოსი და ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი
picture-alliance/dpa/M.Segieth

გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფარიანის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში, მაიამიში გარდაიცვალა.

გერმანული დისკო-ჯგუფი Boney M. 1976 წელს დაარსდა და პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს მოიპოვა. ჯგუფისთვის საერთაშორისო დონის აღიარების მოტანაში წვლილი ისეთმა ჰიტებმა შეიტანა, როგორებიცაა "Daddy Cool", "Ma Baker" და "Rivers of Babylon"

2022 წელს ფარიანმა განაცხადა, რომ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, რა დროსაც ღორის გულის სარქველი გადაუნერგეს, რამაც, მისი თქმით, სიკვდილს გადაარჩინა.

კომენტარები