საგარეო ვაჭრობა

2023 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $21 529.0 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი $6 090.6 მილიონს შეადგენს, რაც 9.1%-იან ზრდაზე მიუთითებს, ხოლო იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი და $15 438.4 მილიონს უტოლდება. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $9 347.8 მილიონს გაუტოლდა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.

რაც შეეხება ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში, ექსპორტში ყველაზე დიდია დსთ-ს ქვეყნების წილი, კერძოდ, 56.9%. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს 2023 წლის მთლიან ექპორტში 11.6%-ია, ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 22.5%. იმპორტში კი ყველაზე დიდ წილს, კერძოდ 54.1%-ს დანარჩენი ქვეყნები იკავებენ, ევროკავშირის ქვეყნების წილი 24.6%, ხოლო დსთ-ს ქვეყნების 21.3%-ია.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში კი არიან აზერბაიჯანი 862.1 მილიონით, სომხეთი $787.1 მილიონით და ყაზახეთი $703.0 მილიონით.

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 70.5%-ია. პირველ სამეულში შედის: თურქეთი $2 570.1 მილიონით
აშშ $1 949.3 მილიონით და რუსეთი $1 744.5 მილიონით.

2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5%  შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($2 979.3 მილიონი), რუსეთი ($2 401.5 მილიონი) და აშშ ($2 046.3 მილიონი).

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და ექსპორტის 34.9% მოიცვა, მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამეს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც კი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა $3 162.4 მილიონი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს $1 166.9 მილიონით და შესაბამისად, იმპორტის 7.6%-ით, ხოლო მესამეს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $542.8 მილიონით, რაც იმპორტის 3.5%-ია.

 

კომენტარები