კოსმოსში გაფრენა

პირველი თურქი ასტრონავტი კოსმოსში გაფრინდა

Reuters

44 წლის ალპერ გეზერავჯი პირველი თურქი ასტრონავტია, რომელიც სამ სხვა ევროპელ ასტრონავტთან ერთად კოსმოსში გაფრინდა. კოსმონავტები ფლორიდიდან NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდნენ და გაფრენის მიზანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისვლაა. ალპერ გეზერავჯი თურქეთის საჰაერო ძალების ვეტერანია. 

კომერციული აფრენა ამერიკულმა სტარტაპ კომპანიამ Axiom Space-მა დაგეგმა და განახორციელა. ფრენა  Falcon 9-ის ტიპის რაკეტით უნდა შესრულდეს და დანიშნულების ადგილს ორბიტაზე დაახლოებით 36 საათში უნდა მიაღწიონ.

რაკეტის გაფრენას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა Axiom-ისა და SpaceX-ის საერთო გადამღები ჯგუფი. 

კომენტარები