რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, თუმცა მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით
tbl.ge/6o1p
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
დავოსის ეკონომიკური ფორუმიდავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმირუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებირუსეთი-საქართველოგანგრძობითი ოკუპაციაირაკლი ღარიბაშვილი
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა
- კუპრაშვილი: ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია, დეკლარაცია შემოწმდება კანონის დაცვით
- ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო
- ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ღალატი ჩაიდინა, სირცხვილია ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან