რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Українська правда: უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალს დაარტყეს

გამთენიისას სანქტ-პეტერბურგის ოლქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. ინფორმაციას Українська правда უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია". - უთხრა წყარომ Українська правда-ს.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა, როცა უკრაინული დრონები ლენინგრადის რეგიონს თავს დაესხნენ, წყარომ უპასუხა, რომ "პირველი შემთხვევა არ იყო, თუმცა, იყო განსხვავება და ეს მტერმა იგრძნო".

18 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმა დაადასტურა, თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს.

მანამდე რუსულმა ტელეგრამ არხმა Astra-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა.

კომენტარები