პოლონეთი-უკრაინა

ანდჟეი დუდა: ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან სტაბილურია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას

KANCELARIA PREZYDENTA ON SOCIAL MEDIA X

16 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. 

ანდჟეი დუდას თქმით, მან ზელენსკისთან უკრაინის ფრონტზე და საზოგადოებაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. ანდჟეი დუდამ რამდენიმე დღეში დონალდ ტუსკის კიევში ვიზიტი დააანონსა. 

"მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით სტაბილური იქნება და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას; ასე რომ, მას მშვიდად შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან კიევში სულ რამდენიმე დღეში" - თქვა ანდჟეი დუდამ.

კომენტარები