არჩევნები 2024

სამადაშვილი: არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს

ირაკლი კობახიძე რას ამბობს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ქართული ოცნების დღევანდელ მდგომარეობას - მათ რომ ელექტორალურად ძალიან უჭირთ, ამის ნათელი სიგნალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნებაა.

საარჩევნო ბარიერი 5% დარჩება, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს [...] მთელი ეს საუბარი, რაც ახლა ქართული ოცნებისგან გვესმის, ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ მომდევნო არჩევნებისთვის მათ საკუთარი პოზიციები ძალიან მორყეულად მიაჩნიათ.

ამბობს პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მყარი უმრავლსობა ექნება.

კომენტარები