ლონდონის საფონდო ბირჟა

ბრიტანეთში დააკავეს 6 პირი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის მუშაობის ჩაშლას გეგმავდნენ

Reuters

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს 6 პირი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის მუშაობის ჩაშლას გეგმავდნენ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები პალესტინის სამოქმედო ჯგუფის აქტივისტები არიან და ისინი ბირჟის შენობის პარალიზებას ორშაბათს, 15 იანვარს აპირებდნენ.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯგუფი მზად იყო ჩაეტარებინა დამღუპველი და დამაზიანებელი ტრიუკი, რომელსაც, განხორციელების შემთხვევაში, სერიოზული შედეგის მოტანა შეეძლო". - თქვა დეტექტივმა შონ თომასმა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებები მოჰყვა მათთვის Daily Express-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ლონდონში, ლივერპულში, ბრაიტონში და ამ დროისთვის ყველა ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია.

კომენტარები