იტალია

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის მდივანს მე-17 საუკუნის ტილოს მოპარვაში ედება ბრალი

Pier Marco Tacca/Getty Images

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის მდივანს ვიტორიო სგარბის მე-17 საუკუნის ტილოს მოპარვასა და დაზიანებაში ედება ბრალი. თავად სგარბი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ტილოს ღირებულება დაახლოებით 300 000 აშშ დოლარია.

რუტილიო მანეტის ტილო "წმინდა პეტრეს შეპყრობა" პიემონტის რეგიონში ბურიასკოს სასახლიდან 2013 წელს დაიკარგა. ბრალდების მიხედვით, ვიტორიო სგარბიმ პროფესიონალი მხატვარი დაიქირავა და მოპარულ ტილოზე ჩირაღდანი დაახატინა, რათა თავი აერიდებინა გამოძიებისთვის. მოპარული ტილოს ადგილას 2013 წელს მისი ასლი ჩამოკიდეს და რუტილიო მანეტის ტილო ინტერპოლის დაკარგული ტილოების ბაზაში შეიტანეს. 

ვიტორიო სგარბი ხელოვნების ცნობილი კრიტიკოსია და აღნიშნული ტილო ახლა მის პირად კოლექციაშია. სგარბის თქმით, ტილო მან ვიტერბოს მამულში იპოვა, სადაც საუკუნეების წინ პაპი ინოკენტი X ცხოვრობდა. ოპოზიცია ვიტორიო სგარბის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. 

კომენტარები