ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: აღმოვაჩინეთ, რომ ჰამასი ირანის დახმარებით ფრთოსან რაკეტებს აწარმოებს

IDF-ის ინფორმაციით, ჰამასის მიერ დამზადებული ფრთოსანი რაკეტის ნაწილები
Times of Israel/Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით (IDF), ღაზაში მოქმედმა სამხედრო პირებმა აღჭურვილობა აღმოაჩინეს, რომელსაც ჰამასი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოებისთვის იყენებს. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel წერს

IDF-მა გაავრცელა ფოტოები, სადაც, მათი თქმით, ჰამასის მიერ დამზადებული სარაკეტო ძრავა და ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო მასალა არის გამოსახული. 

IDF-ის თქმით, ნაჰალის ბრიგადის ჯარისკაცებმა ჰამასის ერთ-ერთი ობიექტის რეიდის დროს მიწისქვეშა იარაღის საწარმოო ქარხანა აღმოაჩინეს, სადაც იპოვეს "კომპონენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ირანის დახმარებით ისწავლეს, როგორ გამოიყენონ და ააგონ მაღალი სიზუსტის კომპონენტები და სტრატეგიული იარაღები".

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჰამასი ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, მცირე ფეთქებად დრონებსა და წყლისქვეშა დრონებს ფლობდა, მაგრამ უცნობი იყო, რომ ტერორისტებს შორი მოქმედების მართვად რაკეტებზე ჰქონდათ წვდომა. 

ჯერჯერობით უცნობია, ჰამასს ეს მართვადი რაკეტები გამოუყენებია თუ არა. 

კომენტარები