2024 წელს გარდაცვლილები

მსახიობი კრისტიან ოლივერი 2 ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა

კრისტიან ოლივერი ოჯახთან ერთად
Befunky

კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი დაიღუპა.

თვითმფრინავის ბორტზე გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი და მისი ორი ქალიშვილი – 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა იმყოფებოდნენ. მგზავრები სანტა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა ლუსიისკენ მიფრინავდნენ.

ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა, მოგვიანებით კარიერა აშშ-ში გააგრძელა.

სხვადასხვა დროს ოლივერს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.

 

კომენტარები