ბელგოროდი

ბელგოროდის გუბერნატორი: გავანადგურეთ 10 საჰაერო სამიზნე

ბელგოროდის თავზე გააქტიურებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეო

4 იანვრის საღამოს რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანეს. როგორც ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს სამიზნეები უკრაინული დანადგარებიდან გაუშვეს.

წინასწარი მონაცემებით, იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, სავარაუდოდ რაკეტების ან ჭურვების ფრაგმენტები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა. იერიშის შედეგად ჩაიმსხვრა შენობების მინები და დაზიანდა მანქანები. 

ბოლო რამდენიმე დღეში ბელგოროდზე იერიშის მიტანის შესახებ ცნობები მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა. 30 დეკემბერს ქალაქის ცენტრის დაბომბვას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რუსეთის ერთი ქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. 

კომენტარები