ბელგოროდი

სოფელ ლავაში დრონის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
ფოტო არქივიდან/ბელგოროდის ოლქის პრესსამსახური

სოფელ ლავის სანატორიუმის ტერიტორიაზე თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს

მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დრონიდან ჩამოაგდეს, როდესაც ხალხი ქუჩაში იმყოფებოდა.

"მიღებული ჭრილობების შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ექიმები ბოლომდე იბრძოდნენ ერთი მსხვერპლის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო". - წერს გლადკოვი ტელეგრამ-არხზე.

გლადკოვის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ეს სოფელ ლავაში თავდასხმის მეორე შემთხვევა იყო. 23 აგვისტოს დილით მან აღნიშნა, რომ სანატორიუმის ტერიტორიაზე ორმა თვითმფრინავმა ყუმბარა ჩამოაგდო, რის შედეგადაც შენობის ფასადი დაზიანდა, თუმცა, მსხვერპლი არ ყოფილა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროების საფუძველზე დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

კომენტარები