იაპონია

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

Reuters

იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.

უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიწისძვრის შედეგად სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული.

დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, შეზღუდულია წყლის მიწოდებაც.

აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა მაშველებთა დიდ მანძილზე გადაადგილებას ნგრევისა და ხანძრების გამო ჩაკეტილი გზები აფერხებს. 


გუშინ, 1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ცუნამის რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები