ბიძინა ივანიშვილი

ნაცვლიშვილი: ივანიშვილი დამარცხების შიშმა აიძულა, რომ დაბრუნებულიყო

ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა ის, რომ დაბრუნებულიყო. ეს კარგია, მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს. ივანიშვილის დაბრუნება საჯაროდ, თორემ ყოველთვის იყო ის პოლიტიკაში და ყოველთვის მართავდა პროცესებს, არის მთავარი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქართველი ხალხის ევროპისკენ სვლის, მოსკოვის ინტერესს აქ არ დაემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სიტუაციას. 

თქვა ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

დღეს, 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს

კომენტარები