იაპონია

იაპონიამ მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა

Kohei Choji/The Yomiuri Shimbun/AP Images/picture alliance

იაპონიამ მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს გაითიშა. მის ხელახალ ამუშავებას მთავრობის ნებართვა სჭირდებოდა. 

იაპონიის ბურთვული რეგულაციის სამსახურმა დაასკვნა, რომ TEPCO-ს სადგურის მზაობა დამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ცნობილია, სახელმწიფო რეგულაციის სამსახურმა ატომური ელექტროსადგურის შეფასებასა და შემოწმებაში 4000 საათი დახარჯა. 

აქამდე ამავე სააგენტომ 2021 წელს არ გასცა ნებართვა TEPCO-ს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავებისთვის. იაპონია ბოლო წლების მანძილზე ცდილობს აღადგინოს ატომური ელექტროსადგურები უსაფრთხოების პირობების დაცვით, რათა შეამციროს ენერგოდამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე. 

კომენტარები