საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი, თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს

რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენმა პარტნიორობამ შეიძლება იქონიოს. თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი.

2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას.

პირველი არხის თარგმანის მიხედვით, თქვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ თბილისში 26 დეკემბერს გამართულ ელჩების კონფერენციაზე ვიდეომიმართვაში.

კომენტარები