თბილისის მერია

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროს, ავტობუსებისა და რიყე-ნარიყალას საბაგიროს მუშაობა გახანგრძლივდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.

"31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე". - აღნიშნა კალაძემ.

ამას გარდა, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენი მგზავრებს 7 იანვარსაც გახანგრძლივებული რეჟიმით, 03:00 საათამდე მოემსახურება. შობის ღამეს მგზავრობა უფასო იქნება.

კომენტარები