ნანი ბრეგვაძე

THE DRAG BALL: ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ნანი ბრეგვაძე ვეღარ გახსნის ღონისძიებას

ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე The Drag Ball-ის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ორგანიზაციის Facebook გვერდი ავრცელებს.

"The Drag Ball: All Stars ახლოვდება! ვემზადებით თქვენთან ერთად ისტორიული, ჯადოსნური და დაუვიწყარი ღამის შესაქმნელად.

თუმცა, სტუმრებისთვის სამწუხარო სიახლე გვაქვს - ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ვეღარ გახსნის ღონისძიებას.

გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ქალბატონ ნანის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა ჩვენთან შესახვედრად. ჩვენ ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდით მის გულწრფელ მხარდაჭერასა და სურვილს, რომ კიდევ ერთხელ დამდგარიყო სამართლიანობისა და სიყვარულის მხარეს.

ყველაფრის მიუხედავად, The Drag Ball: All Stars ჩვეულებრივ ტარდება. გპირდებით თავბრუდამხვევ, დაუვიწყარ და გასაოცარ ღამეს. თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანასწორობისა და თავისუფლებისთვის"! – წერია პოსტში.

 

კომენტარები