ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრა ღაზის სექტორის შესახებ ისევ გადაიდო

Charly Triballeau/AFP

გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრა ღაზის სექტორის საკითხზე კიდევ ერთხელ გადაიდო. გაეროს უშიშროების საბჭომ ჰამას-ისრაელის ომის შესახებ რეზოლუცია ჯერჯერობით ვერ მიიღო. ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადო.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, აშშ-ს დელეგაცია ემხრობა რეზოლუციის ბოლო ვარიანტს. აქამდე, 9 დეკემბერს აშშ-ს წარმომადგენლებმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა არ გმობდა ჰამასის თავდასხმებს. ასევე, რეზოლუცია არ აღიარებდა ისრაელის თავდაცვის უფლებას. 

წყაროების ცნობით, ახალი რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ დოკუმენტი მოიცავს მონიტორინგის მისიის ჩამოყალიბებას ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის პროცესს დააკვირდება. დოკუმენტის ბოლო ვარიანტი ასევე მკაცრად მოუწოდებს მხარეებს ყველა ტყვის გათავისუფლებისკენ. რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გაეროს უშიშროების საბჭოზე არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. 

კომენტარები