იაპონია-აშშ

იაპონია აშშ-სთვის Patriot-ის რაკეტების ექსპორტის უფლების გაცემას განიხილავს

იაპონიამ შესაძლოა აშშ-ს ნება დართოს, იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტები პარტნიორ სახელმწიფოებს გადასცეს. 

იაპონიის მთავრობა მომდევნო დღეებში გეგმავს შეიარაღების ექსპორტის ახალი დირექტივის შემუშავებას, რაც იაპონიას საშუალებას მისცემს რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალა გადასცეს ლიცენზიის მქონე ქვეყნებს. ამ მომენტში არსებული წესების თანახმად, მას აშშ-სთვის საბრძოლო მასალის მხოლოდ კომპონენტების კონკრეტული კომპონენტების გადაცემის უფლება აქვს. 

იაპონია ასევე უფლებას მისცემს აშშ-ს, წინასწარი თანხმობით, იაპონური წარმოების იარაღი გადასცეს პარტნიორ სახელმწიფოებს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც სამხედრო კონფლიქტში არიან ჩართულები, როგორიცაა უკრაინა და ისრაელი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება უკრაინისთვის იაპონური რაკეტების პირდაპირ გადაცემის საშუალებას არ იძლევა, აშშ-სთვის უფრო მარტივი იქნება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემა, თუ ის სანაცვლოდ იაპონურ იარაღს მიიღებს.

პირველ ნაბიჯად, იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გეგმავს პატრიოტის ტიპის რაკეტების აშშ-სთვის მიმდინარე წლის ბოლოდე გადაცემას. აშშ-მ იაპონიას მოთხოვნით უკვე მიმართა.

კომენტარები