სელინ დიონი

სელინ დიონს უკურნებელი ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, მომღერალი კუნთებს ვერ აკონტროლებს

სელინ დიონი
CTV News

სელინ დიონს მოუხრელი ადამიანის სინდრომი დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას მომღერლის და კლოდეტ დიონი ავრცელებს.

მოუხრელი ადამიანის სინდრომი იშვიათი ავტოიმუნური ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც საწყის ეტაპებზე ხასიათდება ხერხემლის კუნთების ინტერმისიული, მტკივნეული სპაზმებით. ამის შემდეგ ჩონჩხის კუნთები მუდმივად ამაღლებულ ტონუსს იძენს, რასაც მოძრაობებით გამოწვეული სპაზმები მოჰყვება.

დაავადება უკურნებელია, თუმცა მისი შემსუბუქებისთვის სპეციალური მკურნალობა და რეჟიმი ინიშნება. 

დიონს ამ დროისთვის არა მხოლოდ სიმღერა, არამედ მარტივი ყოველდღიური მოქმედებებიც უჭირს. დიაგნოზის გამო მომღერალმა გააუქმა ევროპის ტურნე და სხვა დაგეგმილი კონცერტები.

"მისი მიზანია სცენაზე დაბრუნდეს. ხმის იოგები კუნთებია, ისევე როგორც გული და ეს ფაქტი ძალიან მაღელვებს. ვინაიდან დაავადება მილიონიდან 1-2 ადამიანს ემართება არ არსებობს შესაბამისი მეცნიერული კვლევები, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს". – ამბობს მუსიკოსის და.

კომენტარები