ზაზა გოგავა

გოგავა: აფერუმ, დედაკაცო, შეგვიძლია ვთქვათ გიული ალასანიაზე

ცოტა ძნელია, გამოხვიდე დარბაზში, სადაც წაიკითხეს უმაღლესი მთავარსარდლის ეს გულმხურვალე მიმართვა და მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია ის ამ სახელით მოვიხსენიო, უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი.

[...] ქალაქ თბილისის თავზე ყველა თქვენთაგანს ყოველდღიურად შეგინიშნავთ ქართველი დედის, ქართლის დედის ქანდაკება. წარმოუდგენელია, შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ესე მედგრად იდგე, აჩვენებდე თავგანწირვას, აჩვენებდე გარედან მხნეობას პუტინის პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს. აფერუმ. დედაკაცო, შეგვიძლია ვთქვათ გიული ალასანიაზე.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ ენმ-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

18 დეკემბერს ზაზა გოგავა ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები