აზია

ჩრდილოეთ კორეამ 15 000 კილომეტრის რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ეს ერთ დღეში მეორე გასროლილი ბალისტიკური რაკეტაა. რამდენიმე საათის წინ, ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. 

ფხენიანიდან ბოლოს გასროლილ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას 15 000 კილომეტრის რადიუსი აქვს და შეუძლია მიწვდეს ნებისმიერ ადგილს აშშ-ში. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას მოჰყვა განცხადება, სადაც აშშ გაკრიტიკებულია სამხრეთ კორეაში ბირთვული წყალქვეშა ნავის განთავსებისთვის.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა 2023 წელს ბირთვულ იარაღს მეშვიდედ გამოცდას გეგმავდა. მიუხედავად ამისა, ფხენიანმა მიმდინარე წელს ხუთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა და ამტკიცებს, რომ ორბიტაზე ჯაშუში თანამგზავრი წარმატებით განათავსა. 

ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ეწვია პეკინს, სადაც მხარეები თანამშრომლობის გარღმავებაზე შეთანხმდნენ და განიხილეს "საერთო პრობლემები". 

 

კომენტარები