მექსიკა

მექსიკაში წინასაშობაო დღესასწაულის წვეულებაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილი, სადაც წინასაშობაო დღესასწაულ პოსადასზე თავდამსხმელებმა წვეულების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს
Reuters

მექსიკის ცენტრალურ შტატში, გუანახუატოში, სადღესასწაულო წვეულებაზე თავდასხმის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა სალვატიერას ქალაქში მოხდა – ერთ-ერთ სახლში ტრადიციულ მექსიკურ დღესასწაულს, პოსადასს, აღნიშნავდნენ, როცა შეიარაღებულმა ჯგუფმა წვეულების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

უკანასკნელ წლებში გუანახუატოს შტატი მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გახდა, რადგან რეგიონში ნარკოტიკებით მევაჭრე ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

პოსადასს ქრისტეს შობამდე ცხრა დღის განმავლობაში ზეიმობენ, რაც სიმბოლურად მარიამ ღვთისმშობლის ორსულობის ცხრა თვეს განასახიერებს. დღესასწაულის დროს ორი მსახიობი ღვთისმშობლისა და იოსების როლს ასრულებს და სხვა მსახიობებთან და მუსიკოსებთან ერთად წინასწარგანსაზღვრულ სახლებში კარდაკარ დადიან. ყოველი ღამის ბოლოს წვეულება იმართება და თვალახვეული ბავშვები ტკბილეულებით სავსე პინიატის გატეხვას ცდილობენ. 

კომენტარები