ტაკერ კარლსონი

ტაკერ კარლსონი არ გამორიცხავს, რომ დედამიწა ბრტყელია

ტაკერ კარლსონი

პოპულარულ ამერიკელ მემარჯვენე იუთუბერთან, ალექს შტაინთან ინტერვიუში FOX NEWS-ის ყოფილმა წამყვანმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა არ გამორიცხა, რომ დედამიწა შესაძლოა ბრტყელი იყოს.

კითხვაზე, რას ფიქრობს ის ბრტყელი დედამიწის თეორიაზე, კარსლონმა უპასუხა, რომ "ვერაფერს გამორიცხავს".

"ასეთ დროს, როგორ შეიძლება, რამე გამოვრიცხო? აქამდე იმდენი ტყუილი ითქვა, რომ ვეღარ ენდობი საკუთარ წინასწარშექმნილ წარმოდგენებს. [...] ყველაზე უბრალო ამბები, რასაც გვიყვებოდნენ ისტორიაზე, დედამიწაზე, პლანეტის შესახებ, რომელიც მილიონობით წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების შედეგად მთლიანად შეიცვალა, როდესაც ამას იაზრებ, აღარ იცი, რა არის სიმართლე" – ამბობს კარლსონი. 

კარლსონის თქმით, მას სჯერა დედამიწის სიმრუდის, რადგან იარაღით სროლისას ეს ერთ-ერთ გასათვალისწინებელი ფაქტორია.

"რაც შეეხება დედამიწის სიმრუდეს, ეს სროლისას ერთ-ერთი ფაქტორია. მიყვარს იარაღით სროლა და კონკრეტული დისტანციის შემდეგ სიმრუდე უნდა გაითვალისწინო. ეს მიანიშნებს, რომ სიმართლეა, რადგან ერთი, რისი არსებობისაც მჯერა, არის იარაღი" – ამბობს კარლსონი.

კომენტარები