ტაკერ კარლსონი

წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი, ტაკერ კარლსონი FOX NEWS-ს ტოვებს

Reuters

ამერიკულ ტელეკომპანია FOX NEWS-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი, ტაკერ კარლსონი ტოვებს. განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ავრცელებს, კარლსონის წასვლის მიზეზი ნახსენები არაა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღის წინ FOX NEWS-მა და აშშ-ს საარჩევნო სისტემა Dominion-მა შეთანხმებას მიაღწიეს. საქმე ეხება სარჩელს, რომელშიც Dominion ამტკიცებდა, რომ Fox-მა მის ბიზნესს ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიაყენა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები, მათ შორის, Fox News-ის ეთერში, Dominion-ს არჩევნების შედეგების შეცვლასა და მის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

ამასთან, Dominion-ის ადვოკატები სასამართლო დოკუმენტებში ციტირებდნენ კარლსონის სიტყვებს და აღნიშნავდნენ, რომ მისი გადაცემა ცილისმწამებლურ გზავნილებს შეიცავდა.

27 მარტი-2 აპრილის მონაცემებით, კარლსონის შოუ აშშ-ში რიგით მეორე ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემა იყო. 

კომენტარები