კანდიდატის სტატუსი

ზარქუა: ზეიმი იყო მათთვის, ვინც მხარში ედგა ხელისუფლებას - ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა

მმართველმა პარტიამ ჩანიშნა დიდი ზეიმი. ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, შესაბამისად, ჩაინიშნა ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყო მონაწილეები. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მათ შორის ის ხელმოცარულებიც ოპოზიციიდან, რადიკალები. 

ქალბატონი ზურაბიშვილი, რამდენადაც გადმომცეს, იყო ადგილზე. მთელი ეს პერიოდი ქალბატონი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. მისი განცხადებები ხომ გახსოვთ პარლამენტში, ეს ფსევდორეფორმა არისო და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და იქ ინტერვიუ მისცა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. 

ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა, ლობირებდა და გვერდში ედგა ქართულ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. ქალბატონი ზურაბიშვილი, შესაბამისად, ამ სიაში არ ეწერა. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებულ "სახალხო ზეიმზე" დასწრებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები