უნგრეთი

უნგრეთში უცხოური პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ კანონი მიიღეს

Akos Stiller/Bloomberg

უნგრეთის კოალიციურად მმართველმა პარტიებმა ფიდესმა და KDNP-მ პარლამენტში მიიღეს კანონი, რომელიც არეგულირებს უცხოეთიდან პოლიტიკურ ჩარევას. კანონის მიხედვით, საიდუმლო უშიშროების სამსახურს შეეძლება გამოიკვლიოს საქმე ნებისმიერი იმ პირის საქმიანობაე, ვინც ანაზღაურებას ან სხვა ტიპის ბენეფიტს უცხოეთიდან იღებს. უცხოეთის გავლენის აგენტის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს შესაძლოა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. 

კრიტიკოსების აზრით, "სუვერენიტეტის დაცვის აქტი" საფრთხეა თავისუფალი მედიისთვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის. სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ადამიანები გაასამართლოს უცხოეთის აგენტობის ბრალდებით. უნგრულმა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა და მედიამ მიღებული კანონი დაგმეს. ოპონენტები კანონს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" კანონს ამსგავსებენ და ამბობენ, რომ კანონის ენა იმდენად ვრცელია, რომ ის შეიძლება შერჩევითად გამოიყენონ მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. 

10 დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წერილს, სადაც წერია, რომ უნგრეთის მთავრობა მათ უსამართლოდ ადანაშაულებს უცხოეთის ინტერესების გატარებაში. 

2023 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების მიმართულებით. დუნჯა მიჯატოვიჩმა თქვა, რომ ეს კანონპროექტი დიდ საფრთხეს უქმნიდა ადამიანის უფლებებს.

კომენტარები