"ვემზადებით მატჩისთვის" - შოთა არველაძე ფატიჰ კარაგუმრუქის მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის გუნდ ფატიჰ კარაგუმრუქის მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ით ავრცელებს. 

არველაძის მითითებით, მან გუნდთან ერთად უახლოესი მატჩისათვის მზადება უკვე დაიწყო.

"გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ". - წერია Facebook პოსტში.

კომენტარები