ირაკლი კობახიძე

კობახიძე: არჩევნების შემდეგ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი

ეს არის ტიპიური ნაცური თავხედობა. თქვენ იცით, ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობით, ბიზნესის რეკეტით, პენსიონერების ძარცვით და ახლა ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. ანუ ერთ მხარეს არის კეზერაშვილი, ნაცი, რომელმაც მილიონები მოპარა ქართველ ხალხს, წაართვა, დააყაჩაღა და ეს არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მილიარდი დოლარი. და ეს კაცი, ეს კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი, მძარცველი ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს. ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა, ასე დავარქმევდი. უბრალოდ ჩვენ არ ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ამ ნაცურ თავხედობებს, მაგრამ მე მგონი არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.

[...] მედია აქ არაფერ შუაში არ არის, ხო. ამ შემთხვევაში ეს ნაცური თავხედობა გამოხატული იქნა მედიის მეშვეობით, რომელსაც ფლობს კეზერაშვილი. ინსტრუმენტია მედია მხოლოდ და არა თვითონ, ასე ვთქვათ, შინაარსი. რაც შეეხება ნაცურ თავხედობას, ისინიც არიან ნაცური თავხედობის თანამონაწილეები. მე ზოგადად გეუბნებით, რომ ნაცურ თავხედობას გაეცემა კანონის მთელი სიმკაცრით, ხაზს ვუსვამ ამას, კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი.

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას ტელეკომპანია ფორმულას ნეგატიური შინაარსის სიუჟეტზე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ.

კომენტარები