ზურა ქარუმიძე

მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ქართველი მწერალი, ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ქარუმიძე ქართულ და ინგლისურ ენებზე 5 რომანის, ერთი მოთხრობათა კრებულისა და ერთი დოკუმენტური პროზის ავტორია. 2010 წელს, გაიმარჯვა ლიტერატურული პრემია საბას საუკეთესო კრიტიკის, ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში წიგნისთვის ჯაზის ცხოვრება.

2018 წელს, რომანი, Dagny or a Love Feast გერმანული მაუწყებლის, SWR2 მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა

გერმანიაში წიგნზე რეცენზიები ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ დაიწერა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur. 

კომენტარები