სალომე ზურაბიშვილი

პაველი: მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა არიან

President.ge

სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოლეგებმა შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხებზე ისაუბრეს. პაველმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი". - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ასვე ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, მარკეტა პეკაროვასთან. პრეზიდენტის ვიზიტი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ქვეყნებს შორის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში ეს ჩეხეთში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

კომენტარები