მოკლული ჟურნალისტები

IFJ: 2023 წელს დაიღუპა მედიის 94 თანამშრომელი

South_agency/Getty Images

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის(IFJ) მონაცემებით 2023 წლის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 94 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ორგანიზაციის მონაცემებით ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ.

2023 წელს მსხვერპლის რიცხვი წინა წელთან შედარებით 67%-ით გაიზარდა. პირველ რიგში ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, რომელსაც IFJ-მ ჟურნალისტებისთვის "ყველაზე სასიკვდილო კონფლიქტი" უწოდა. ორგანიზაციის მონაცემებით 2 თვეში მედიის 68 თანამშრომელი დაიღუპა. გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომში 3 ჟურნალისტი დაიღუპა. 

ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებისგან ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, რომლებიც შეაჩერებს სისხლისღვრას. გარდა ამისა ფედერაცია მედიის მუშაკების დასაცავად ახალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას უსვამს ხაზს.

IFJ-მ ასევე 2023 წლისთვის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ამ დროისთვის, მსოფლიოში 393 მედიის მუშაკია დაპატიმრებული, აქედან 80 ჩინეთში, 54 მიანმარში, 41 თურქეთში, 40 რუსეთში, 35 ბელარუსში, 23 ეგვიპტეში, 18 ვიეტნამში, 11 საუდის არაბეთში, 10 ინდოეთში და 9 სირიაში.

კომენტარები