ზონალური პარკირება

ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება – თბილისის მერია

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისების ფუნქციონირების ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება.

"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ". - აღნიშნავს მერია.

კომენტარები