2023 წელს გარდაცვლილები

ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან უკრაინელი მსახიობი ვასილი კუხარსკი გარდაიცვალა

ვასილი კუხარსკი
Befunky

თეატრისა და კინოს მსახიობი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ვასილი კუხარსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვასილი კუხარსკი აღარ არის. პანაშვიდის დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ". – წერია პოდოლის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.

მსახიობი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის დაწყებიდან მალე შეუერთდა სექტემბერში მძიმედ დაიჭრა. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის რამდენჯერმე თანხა შეგროვდა. 2 დეკემბერს კუხარსკის 42 წელი შეუსრულდა. 

კუხარსკის ათობით როლი აქვს შესრულებული კინოში და კიევში მდებარე პოდოლის თეატრის სცენაზე. განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა 2022 წელს უკრაინული კომიქსის, მაქსიმ ოსას ეკრანიზაციაში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

კომენტარები