კანდიდატის სტატუსი

კუპრაძე: ლელო ევროპის მარშს უერთდება

ლელო უერთდება მოქალაქეთა მარშს - ჩემი ხმა ევროპას. ჩვენ თამამები ვართ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, როცა საქმე ევროინტეგრაციას ეხება. ნამდვილად მოწინავეა ლელო როგორც საგარეო ველზე, ასევე მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვაში ევროინტეგრაციასთან მიმართებით აუცილებლად ვიქნებით მარშზე ქართველ ხალხთან ერთად და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს იმ მოქალაქეების ნება, ვინც თბილისში იმყოფება და ახერხებს ქუჩაში გამოსვლას, მშვიდობიანად და სრულიად პოზიტიურად ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს, რომ ჩვენი ქვეყანა ქართული ოცნების გამო არ უნდა დაისაჯოს.

თქვა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

9 დეკემბერს, 14:00-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობას მოაწყობს სახელწოდებით - შენი ხმა ევროკავშირს. პრეზიდენტ სალომე ზურაბშვილის თქმით, ის მარშს უერთდება.

კომენტარები