ვლადიმირ პუტინი

"დედამ კუთხეში დამაყენა" – პუტინმა ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონება გაიხსენა

ვლადიმირ პუტინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონების გახსენება სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა შემთხვევა გაიხსენა, როდესაც დედამ კუთხეში დააყენა.

"რომელია თქვენი ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონება, რომელიც ოჯახს უკავშირდება"? – კითხულობს ჟურნალისტი.

"იცით, ეს ცოტა ისეთი, ინტიმური საგანია, ამ ისტორიის დასაწყის გეტყვით. დედამ კუთხეში დამაყენა, არ მახსოვს რის გამო. და რაღაც დროის განმავლობაში დადიოდა და გაბრაზებული სახით მეკითხებოდა: "მოიხდი ბოდიშს თუ არა"? რითი მორჩა ეს ისტორია პირადად გეტყვით. კარგით, გამოვტოვებ ნაწილს და გეტყვით, ისტორია იმით რჩება, რომ დედამ კუთხიდან გამომიყვანა და ბევრი მკოცნა". – პასუხობს რუსეთის პრეზიდენტი.

კომენტარები