პერუ

პერუს სასამართლო ექსპრეზიდენტ ალბერტო ფუჯიმორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

REUTERS/File Photo 

პერუს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პერუს ექსპრეზიდენტი ალბელტო ფუჯიმორი ციხიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ალბერტო ფუჯიმორის ადვოკატებმა 2017 სასამართლოს მიმართეს შეწყალების მოთხოვნით, რადგან ექსპრეზიდენტს, მათი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეწყალება ალბერტო ფუჯიმორიმ მიიღო ყოფილი პრეზიდენტისგან პედრო პაბლო კიჩინსკისგან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 5 დეკემბერს მიიღო. 

ალბერტო ფუჯიმორი ახლა 85 წლისაა. მას 2009 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამო მიესაჯა. ალბერტო ფუჯიმორი პერუს პრეზიდენტი იყო 1990-2000 წლებში. ალბერტო ფუჯიმორი 1991-1992 წლებში 25 ადამიანის მკვლელობისთვის ბრძანების გაცემაში არის ბრალდებული, როდესაც პერუს ჯარი ტერორისტული ორგანიზაცია მანათობელი გზის შეიარაღებულ ჯგუფებს ებრძოდნენ. 

პერუში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და აქტივისტები ალბერტო ფუჯიმორის შეწყალებას აპროტესტებენ. 

კომენტარები