ეროვნული ბანკი

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკი პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას კრძალავს. სებ-ის მითითებით, ცვლილების მიზანი მოწყვლადი ჯგუფების გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ჭარბვალიანობისაგან დაცვაა.

"სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან". - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კერძოდ, აღნიშნული ცვლილება იმ პენსიონერებზე გავრცელდება, რომელთა შემოსავალი მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. 

კომენტარები