უკრაინაში მებრძოლი ქართველები

პრეზიდენტი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ისინი იქ ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანით ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს მოხალისეებთან შეხვედრის დროს.

კომენტარები