თავდასხმა პერუში

პერუში მაღაროზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა

პერუ

პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, შეიარაღებული პირები პოდეროსას მაღაროს ასაფეთქებლებით თავს დაესხნენ და ოთხი მძევალი აიყვანეს. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებარა, შვიდი ადამიანი დააკავა და იარაღები ჩამოართვა. გარდა ამისა, სამინისტროს თქმით, ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა. 

თავდასხმამდე ერთი წლით ადრე პერუს ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტი პედრო კასტილიო გადააყენეს და დააპატიმრეს, რასაც თვეების განმავლობაში სისხლიანი პროტესტები მოჰყვა


პროტესტები დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა და ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა. ამის საპასუხოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა და კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს. 

პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ პერუს ახალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა, რასაც არჩევნების მოთხოვნით, ათასობით დემონსტრანტის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. მათ ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას და დააზიანეს აეროპორტი, რომელსაც შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. 

საპროტესტო აქციები, ძირითადად, ქვეყნის მიტოვებულ სოფლებში მიმდინარეობდა, სადაც მოსახლეობა კასტილიოს ერთგული იუო. ისინი ვადამდელ არჩევნებს, ბოლუარტეს გადადგომას, კასტილოს გათავისუფლებასა და პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული მომიტინგეებისთვის აღდგენილ სამართალს მოითხოვდნენ.

კომენტარები