ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

PIERRE ALBOUY / AFP

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოჰენი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, იორდანელ სიმა ბაჰუსს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს 57 დღე დაჭირდა ჰამასის თავდასხმის დასაგმობად, სადაც ქალებზე სექსუალური ძალადობა მასობრივი ხასიათის იყო

"გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ სამარცხვინოა" - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ელი კოჰენის თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ განცხადება ჰამასის თავდასხმიდან თითქმის ორი თვის შემდეგ გააკეთა და ეს ომის დანაშაულებზე თვალის დახუჭვაა. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჰამასის ისრაელის თავდასხმაზე განცხადება პირველად თავდასხმიდან 57 დღის შემდეგ გაავრცელა. 

კომენტარები