კრიმინალი

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელსაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმრის მკვლელობა ედება ბრალად, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

"თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სრულად და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 

ბრალდებულს ვედავებით განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელოაბს დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას". - თქვა პროკურორმა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს ბრალდებული ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და მას და მის ქმარს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა. დაზიანებების შედეგად ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ქმარი კი ადგილზე გარდაიცვალა. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები