საგზაო სამუშაოები

4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება

4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook ვიდეოში ისაუბრა.

კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოები დასრულებულია, დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის დამატებით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები და დამატებითი საპარკინგე ადგილები.

თბილისის მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო.

კომენტარები